Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ეროვნულ ეკონომიკურ საბჭოს სათავეში ჯინ სპერლინგი ჩაუდგება


ცნობილ ეკონომისტს ჯინ სპერლინგს, რომელიც ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში მსახურობდა, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, როგორც იუწყებიან, თავის მთავარ ეკონომიკურ მრჩევლად დანიშნავს. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, დღეს, მოგვიანებით, ობამა სპერლინგს ეროვნული ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცებს. ამჟამად სპერლინგი ფინანსთა მინისტრის ტიმოთი გაიტნერის მრჩევლად მუშაობს.
XS
SM
MD
LG