Accessibility links

logo-print

პაკისტანის ერთ-ერთი წამყვანი პარტია მმართველ კოალიციაში დაბრუნდა


პაკისტანის მმართველ კოალიციაში დაბრუნდა ერთ-ერთი წამყვანი პარტია, მუტაჰიდა ყაუმის მოძრაობა, რითაც მთავრობამ ისევ აღიდგინა საპარლამენტო უმრავლესობა და თავიდან აიცილა დაშლის საფრთხე. მუტაჰიდა ყაუმის მოძრაობის ლიდერ რაზა ჰარუნის განცხადებით, მისმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო „დემოკრატიის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“. მანამდე პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ განაცხადა, რომ აუქმებს გადაწყვეტილებას საწვავის გაძვირების შესახებ. მუტაჰიდა ყაუმის პარტიას სწორედ საწვავის გაძვირება ჰქონდა დასახელებული მმართველი კოალიციის დატოვების მიზეზად. შეერთებული შტატები და საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეცდომად მიიჩნევენ გადაწყვეტილებას პაკისტანში საწვავის ისევ გაიაფების შესახებ.
XS
SM
MD
LG