Accessibility links

logo-print

აშშ-ი ვიკილიკსის დოკუმენტების წყროების მიმართ თავშეკავებუი ქმედებას მოითხოვს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უცხოეთის ქვეყნების მთავრობები გააფრთხილა, ნუ შეუდგებიან სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების და იმ პირების სდევნას, რომლებიც მოხსენიებული არიან საინტერნეტო ქსელის, ვიკილიკსის მიერ გავრცელებულ დოკუმენტებში, როგორც აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობების ინფორმაციის წყაროები. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ფილიპ კროულის თქმით, აშშ-მა მიმართა არაერთ სახელმწიფოს, რომ ამ პირების დევნა უარყოფითად აისახება აშშ-თან მათ ურთიერთობაზე. მას არ დაუზუსტებია, რომელ ქვეყნებზეა ლაპარაკი. კროულისვე თანახმად, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს იმ პირების ბედს, ვისაც საფრთხე ემუქრება.
XS
SM
MD
LG