Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩილემ პალესტინელთა სახელმწიფოს დამოუკიდებლობა აღიარა


ჩილე სამხრეთ ამერიკის ბოლო ქვეყანაა, რომელიც აღიარებს პალესტინელთა სახელმწიფოს. ჩილეს საგარეო საქმეთა მინისტირმა, ალფრედო მორენომ პარასკევს განაცხადა, რომ ჩილეს მთავრობამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარებს "თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ" სახელმწიფოდ. ამ ნაბიჯის შედეგად, ჩილე, ბრაზილიას, არგენტინას, ბოლივისა და ეკვადორს შეუერთდა, რომლებმაც დეკემბერში აღიარეს პალესტინის სახელმწიფოებრიობა. ვენესულეამ ასეთი გადაწყვეტილება 2009 წელს მიიღო. მსოფლიოს ასამდე ქვევანამ გამოთქვა მხზადყოფნა, რომ აღიარებენ პალსტინის დამოუკიდებლობას. ისრაელი და მისი მოკავშირე აშშ გმობენ ამგვარ ნაბიჯს როგორც დესტრუქციულს და საზიანოს და და აცხადებენ, რომ დამოუკიდებლობაზე შეთანხმება მხოლოდ ისრაელსა და პალესტინელთა შორის მოლაპარაკებას უნდა მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG