Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მზად არის დახმარება გაუზარდოს პაკისტანს


აშშ-ი გეგმავს, სამხედრო, სადაზვერვო და საფინანსო დახმარება გაუზარდოს პაკისტანს, რათა დაეხმაროს რეგიონს სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში. „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი მომავალ კვირაში ჩავა პაკისტანში და ხელისუფლებასთან დახმარების გარშემო მოილაპარაკებს. ამ ინფორმაციას გაზეთი ანონიმ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, პრეზიდენტი ობამა და მისი მრჩევლები უშიშროების საკითხებში არ ეთანხმებიან წინადადებას, რომ აშშ-ის ძალებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ პაკისტანში მეამბოხეთა წინააღდეგ ოპერაციებში.
XS
SM
MD
LG