Accessibility links

logo-print

ესპანეთის ტელეარხი კორიდას ეთერში აღარ გადასცემს


ესპანეთის მსხვილმა ტელეარხმა “RTVE”-მ განაცხადა, რომ თავის ეთერში კორიდის გადაცემაზე უარს ამბობს. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, ტელევიზიით ტრადიციული ესპანური სანახაობის გადაცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიზანია, მოარიდონ ბავშვები ძალადობის ხილვას. ესპანეთში გრძელდება დაპირისპირება კორიდის მოყვარულთა და ცხოველთა დამცველებს შორის. შარშან ივლისში კატალანია გახდა ესპანეთის მეორე რეგიონი კანარის კუნძულებს შემდეგ, რომელმაც აკრძალა კორიდის მოწყობა.
XS
SM
MD
LG