Accessibility links

logo-print

ევროკავშირი მიესალმა რეფერენდუმისთვის სუდანის მზადყოფნას


ევროპის კავშირი მიესალმა სუდანის მთავრობის მზადყოფნას ხვალისთვის დაგეგმილი რეფერენდუმისთვის, რომელმაც სამხრეთის რეგიონის თვითგამორკვევის საკითხი უნდა განსაზღვროს. რეგიონში მტკიცე მშვიდობისთვის კენჭისყრა მნიშვნელოვანია, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა. სუდანის პრეზიდენტმა, ომარ ალ-ბაშირმა განაცხადა ახლახან, რომ მიიღებს რეფერენდუმის ყოველგვარ შედეგს, თუმცა თვლის, რომ სამხრეთ სუდანის ჩამოშორება მისი მოსახლეობისთვის ხანგრძლივი არასტაბილურობის დასაწყისად შეიძლება იქცეს. რეფერენდუმის წინა დღეს რეგიონის უშიშროების ძალებზე მოხდა თავდასხმა, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ავტონომიური რეგიონის მთავრობას მიაჩნია, რომ თავდასხმის უკან რეფერენდუმის მოწინააღმდეგეები დგანან.
XS
SM
MD
LG