Accessibility links

logo-print

”ვიკილიკსის” გამო სასამართლოში „ტვიტერი“ გამოიძახეს


აშშ-მა სოციალური საინტერნეტო ქსელი, ”ტვიტერი” სასამართლოში დაიბარა, ვიკილიკსთან დაკავშირებული პირების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ვირჯინიის შტატის საოლქო სასამართლომ განაცხადა, რომ სურს მიიღოს ინფორმაცია მომხმარებელთა ვინაობის, მისამართების, სატელეფონო ნომრების და საბანკო მონაცემების შესახებ. ამ პირებს შორის არიან ”ვიკილიკსის” დამაარსებელი, ჯულიან ასანჟი და ისლანდიის მთავრობის წევრები. ისლანდიის შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრებმა ”ტვიტერისთვის” წაყენებული მოთხოვნა გააკრიტიკეს, განაცხადეს რა, რომ დაუშვებელია, აშშ-ის ხელისუფლებას ამ გზით სურს ინფორმაციის მოპოვება ისლანდიის პარლამენტის წევრების შესახებ. ”ვიკილიკსმა” დღეს განაცხადა, მას აქვს საფუძველი იფიქროს, რომ სასამართლოში გამოცხადება მოთხოვეს ”გუგლსა” და ”ფეისბუკსაც” მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ”ვიკილიკსმა” მთავრობები განარისხა, როცა ნოემბერში დაიწყო აშშ-ის დიპლომატიური ტელეგრამების გამოქვეყნება. ასევე დაიგმო ერაყისა და ავღანეთის ომების შესახებ საიდუმლო დოკუმენტების გავრცელება. აშშ არკვევს, რა სახით წარუდგინოს ბრალდება ”ვიკილიკსის” დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს, საიდუმლო ტელეგრამების გამოქვეყნების გამო.
XS
SM
MD
LG