Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიიტთა ლიდერი ერაყის ახალი მთავრობისთვის მხარდაჭერის მოწოდებით გამოვიდა


ერაყის შიიტთა ლიდერმა, მოყტადა ალ სადრმა თავის მომხრეებს მოუწოდა, მისცენ შანსი ერაყის ახალ მთავრობას. ირანში ნებაყოფლობითი ოთხწლიანი ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ, ეს მისი პირველი საჯარო გამოსვლა იყო. მან ნაჯაფში განაცხადა, რომ თუკი მთავრობა ხალხს არ მიემხრო, მასზე ზემოქმედების არაერთი გზა არსებობს, მაგრამ მხოლოდ პოლიტიკური საშუალებებით. მან მომხრეთ მოუწოდა, წინააღმდეგობა გაუწიონ აშშ-ს და ყველა ოკუპანტს ერაყში, მაგრამ არა იარაღით, როგორც ამას მისი რაზმები აკეთებდნენ ადრე.
XS
SM
MD
LG