Accessibility links

ტყვიით დაჭრილი ამერიკელი კონგრესმენის მდგომარეობა უკეთესია


აშშ-ის კონგრესის წევრი ქალის, გაბრიელ გიფორდსის მდგომარეობა, ექიმების თანახმად, უკეთესია. ის ოპერაციის შემდეგ რეაგირებს მარტივ მითითებებზე. გიფორდსს, არიზონის შტატში, ტუსონში ესროლეს და თავში დაჭრეს. ექიმები აცხადებენ, რომ ნაადრევია რამის თქმა, მაგრამ ისინი ფრთხილ ოპიმიზმს გამოხატავენ. შაბათს მომხდარი ინციდენტის დროს, მაღაზიის შესასვლელთან უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა იქ მყოფთ, რასაც ექვსი ადამიანი, მათ შორის ცხრა წლის გოგონა და მოსამართლე ემსხვერპლა. დაჭრილია 13 ადამიანი. ერთი, 22 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს. კუბის ლიდერმა ფიდელ კასტრომ დაგმო მომხდარი და განაცხადა, რომ მიუხედავად ობამას ადმინისტრაციასთან უთანხმოებისა, ის თვლის, რომ არც ერთი ბავშვი, მოსამართლე, კანონმდებელი, თუ ამერიკის სხვა მოქალაქე უნდა იქნეს ასე დასჯილი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ განაცხადა, რომ „შოკირებულია“ ინციდენტის გამო. პრეზიდენტმა ობამამ შაბათს მომხდარს "სახელმწიფო ტრაგედია" უწოდა. ამერიკაში პოლიტიკურ ნიადაგზე სროლა იშვიათია, მაგრამ არიზონა პოლიტიკურად ძალიან გაყოფილია შტატია და ბოლო ხანს ის მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირების არენა იყო.
XS
SM
MD
LG