Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუდანში სამხრეთი რეგიონის დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი ტარდება


კენჭისყრა დღევანდელ რეფერენდუმზე, რომელმაც სუდანის სამხრეთი რეგიონის დამოუკიდებლობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს, ჯერჯერობით განსაკუთრებული მოვლენების გარეშე მიმდინარეობს. ცნობით, მოსახლეობის აქტიურობა მაღალია. იუწყებიან ასევე, რომ რეგიონის დედაქალაქ ჯუბაში საზეიმო განწყობილებაა. უპირატესად მაჰმადიანურ ჩრდილოეთსა და ქრისტიანულ სამხრეთს შორის რეფერენდუმის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს 2005 წელს. მოელიან, რომ უმრავლესობა დამოუკიდებლობას დაუჭერს მხარს. სუდანის პრეზიდენტმა, ომარ ალ-ბაშირმა განაცხადა ამას წინათ, რომ ის აღიარებს კენჭისყრის ნებისმიერ შედეგს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი მიესალმა რეფერენდუმის მშვიდობიან დასაწყისსს. ამერიკელი სენატორი, ჯონ კერი, რომელიც სუდანის სამხრეთშია, მიესალმა რეფერენდუმს და თქვა, რომ ის ქვეყნის ისტორიაში „ახალ თავს“ დაიწყებს.
XS
SM
MD
LG