Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში მოგზაურობს


აშშ-ის სახელმწფო მდივანმა, ჰილარი კლინტიონმა მოგზაურობა დაიწყო სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში. ხუთდღიანი ვიზიტის დროს ის ეწვევა არაბულ საამიროებს, ომანს, ასევე კატარს. ის მოუწოდებს მასპინძლებს, მეტი ზეწოლა განახორციელონ ირანზე, რათა მან შეწყვიტოს ურანის გამდიდრება, ასევე უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ერაყის მთავრობასთან, რომელსაც აშშ-ი უჭერს მხარს. კლინტონი ასევე შეეცდება მიიღოს დახმარება არაბული ქვეყნებისგან, ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების საქმეში.
XS
SM
MD
LG