Accessibility links

logo-print

ირანში საავიაციო კატასტროფა განიცადა "ბოინგ-727"-მა


ირანის ჩრდილო-დასავლეთში, აზერბაიჯანის პროვინციაში, ორუმიეს მახლობლად, კატასტროფა განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა. ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 105 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იყვნენ. ირანის სამაშველო უწყების ხელმძღვანეელის, მასუმის თქმით, იუწყება „ფარსის“ სააგენტო, თვითმფრინავიდან 50 დაშავებული ადამიანი გამოიყვანეს.
"ირნას" სააგენტო ავრცელებს სხვა ცნობას, რომლის მიხედვით, ბორტზე მყოფი 70 ადამიანი დაიხოცა, 32 გადაარჩინეს. „ბოინგ-727-ის“ ტიპის თვითმფრინავი ირანის სახელმწიფო ავიაკომპანია „ირანეარს“ ეკუთვნოდა. ავარიის მიზეზი სავარაუდოდ, უამინდობა და ნისლი იყო. იუწყებიან, რომ ცუდი ამინდი აძნელებს სამაშველო სამუშაოს.
XS
SM
MD
LG