Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვესტერველე: გერმანია ავღანეთს მარტო არ დატოვებს


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდო ვესტერველემ, მოულოდნელი ვიზიტის დროს ავღანეთში, ქაბულში განაცხადა, რომ ავღანეთს გერმანია ხანგძლივ დახმარებას გაუწევს. მისი თქმით, გერმანია ავღანეთს მარტო არ დატოვებს 2014 წლის შემდეგაც. ვესტერველემ ავღანელ კოლეგასთან, ზალმაი რასულთან ერთად ხელი მოაწერა ძველი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელი 17 მილიონიანი ვალის გაუქმებას. ვესტერველე შეხვდა ასევე პრეზიდენტ კარზაის. გერმანიას ავღანეთში 4600 სამხედრო ჰყავს მივლინებული.
XS
SM
MD
LG