Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არიზონელი ბრალდებული სასამართლოს წინაშე წარდგება


22 წლის ბრალდებული, რომელმაც აშშ-ის არიზონის შტატში ცეცხლი გაუხსნა ადამიანთა ჯგუფს და ექვსი პირი დახოცა, დღეს სასამართლოს წინაშე წარდგება. ჯარედ ლი ლაფნერს ხუთი დანაშაულის, მათ შორის კონგრესის წევრზე თავდასხმის გამო წაუყენებენ ბრალს. აშშ-ის კონგრესის წევრი, გაბრიელ გიფორდსი, რომელსაც შაბათის ინციდენტის დროს ტყვია თავში მოხვდა, კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია. ქალაქ ტუსონში ამ თავდასხმას შეეწირა 6 ადამიანი, მათ შორის მოსამართლე და 9 წლის გოგონა. 13 ადამიანი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG