Accessibility links

logo-print

ირანელ ადვოკატ ქალს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


ირანის სასამართლომ 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა ნასრინ სოთუდეს, ცნობილ ადვოკატს, რომელიც უფლებადამცავებს და სამოქალაქო აქტივისტებს იცავდა. სოთუდე დამნაშავედ სცნეს საქმიანობაში, რომელიც ზიანს აყენებდა სახელმწიფო უსაფრთხოებას, ასევე ანტისამთავრობო პროპაგანდაში. ადვოკატს აუკრძალეს 20 წლით იურიდიული საქმიანობა. სოთუდე დააპატიმრეს შარშან სექტემბერში მას მერე, რაც უცხოეთის მასმედიას ინტერვიუები მისცა თავისი საქმიანობის, 2009 წლის ივნისის შემდგომი საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა დაცვის შესახებ.
XS
SM
MD
LG