Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენჯაბის გუბერნატორის მკვლელმა დანაშაული აღიარა


პაკისტანის პროვინცია პენჯაბის გუბერნატორის, სალმან ტასირის ყოფილმა მცველმა გუბერნატორის მკვლელობა აღიარა. მურთაზ ყადრი ორშბათს წარდგა სასამარლოს წინაშე. მან აღიარა, რომ მარტო მოქმედებდა. მოტივად ყადრიმ დაასახელა სიძულვილი გუბერნატორის მიმართ, რომელიც ისლამის შეურაცხყოფის კანონის შერბილებას ემხრობოდა. მანამდე ქალაქ ყარაჩიში მრავალათასიანი გამოსვლა მოეწყო, რომლის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან „ღვთის გმობისთვის“ სიკვდილის დასჯის გაუქმებას. ზოგიერთი მონაწილე აქციისა, ყადრის ეროვნულ გმირად მიიჩნევდა.
XS
SM
MD
LG