Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსლან ქიშმარია აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს


აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატად ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯიდან არჩეულია რუსლან ქიშმარია. ვადამდელი არჩევნები ჭუბურხინჯის ოლქის დეპუტატის იური კერესელიძის გარდაცვალების გამო დაინიშნა და 9 იანვარს ჩატარდა. სააგენტო აფსნიპრესს დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციიდან დღეს აცნობეს, რომ ქიშმარიამ ხმების 69%-ით გაიმარჯვა, ამომრჩეველთა აქტივობამ კი, 42% შეადგინა. დეპუტატად კენჭისყრამდე ქიშმარია გალის რაიონში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იყო. არჩევნებში მას კონკურენციას უწევდა გოჩა ჯალაღონია, რომლის წინააღმდეგ, ზოგიერთი ქართული საინფორმაციო საშუალების ცნობით, კვირას ტერაქტი განხორციელდა. ჭუბურხინჯში მომხდარი აფეთქების და ჯალაღონიას მძიმედ დაჭრის შესახებ, ამ დრომდე არაფერს იუწყებიან აფხაზური წყაროები.
XS
SM
MD
LG