Accessibility links

ტელეკომპანია მაესტრომ საინფორმაციო პროგრამა აღადგინა


ტელეკომპანია მაესტრომ, რომელმაც ფინანსური პრობლემების გამო, დეკემბრის ბოლოს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმი დააწესა, დღეიდან საინფორმაციო პროგრამა აღადგინა. ამასთან, სწორედ დღეს იწურებოდა არხის დამფუძნებელთა მიერ მაესტროს მმართველი კომპანიის "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილისთვის ფინანსური დავალიანების დასაფარად წარდგენილი 10-დღიანი ვადა. ბაჩო კიკაბიძემ, რომელიც სავარაუდოდ, დაიკავებს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას, სააგენტო ჯიეიჩენს აცნობა, რომ კიწმარიშვილთან კონსულტაცია გრძელდება და ეს პროცესი ულტიმატუმებისა და კონფრონტაციის გარეშე მიმდინარეობს. თავად ეროსი კიწმარიშვილმა დეკემბრის ბოლოს განაცხადა, რომ მაესტოს მართვაში უკვე 9 თვეა აღარ მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG