Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობას უნგრეთის მხარდაჭერის იმედი აქვს


საქართველოს მთავრობას ევროკავშირთან ქვეყნის დაახლოების პროცესში გაერთიანების ახალი თავმჯდომარის, უნგრეთის მხარდაჭერის იმედი აქვს - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. მისივე თქმით, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე საქართველომ შარშან საკმაოდ წარმატებული ნაბიჯები გადადგა და ეს ტენდენცია შენარჩუნდება და გაძლიერდება უნგრეთის თავმჯდომარეობისას, რომელიც საქართველოს მოკავშირე სახელმწიფოა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად თავად გაიარა საკმაოდ რთული გზა. დღესვე კალანდაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წლევანდელი პირველი ოფიციალური ვიზიტი მომავალ კვირაშია დაგეგმილი. 17 იანვარს გრიგოლ ვაშაძე აზერბაიჯანს ეწვევა.
XS
SM
MD
LG