Accessibility links

ბასკმა სეპარატისტებმა სამუდამო ზავი და შეიარაღებული ბრძოლის შეწყვეტა გამოაცხადეს


ბასკების სეპარატისტულმა ორგანიზაციამ, „ეტა-„მ, კვლავ გამოაცხადა სამუდამო ზავი და უარი შეიარაღებული ბრძოლისთვის. დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ორგანიზაცია თავისი მიზნების მიღწევის მშვიდობიან გზებს ემხრობა. განიარაღების შესახებ, რასაც მისგან ესპანეთის მთავრობა მოითხოვს, „ეტა“-ს წერილში არაფერია ნათქვამი. ესპანეთის, ევროკავშირის და აშშ-ის მიერ ტერორისტიულად მიჩნეულმა ამ ორგანიზაციამ, 1960-იან წლებში დაიწყო ბასკების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის ბრძოლა. წინააღმდეგობის პერიოდში 800 ადამიანი დაიხოცა.
XS
SM
MD
LG