Accessibility links

აშშ-ში პატივი მიაგეს არიზონაში დახოცილთა ხსოვნას


შეერთებულ შტატებში წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი კონგრესის წევრ გაბრიელ გიფორდსზე თავდასხმისას დახოცილი ექვსი ადამიანის ხსოვნას. ცერემონიაში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა, მონაწილეობდა პრეზიდენტი ბარაკ ობამა მეუღლესთან ერთად. ცერემონიის მსვლელობაში, ისინი ვაშინგტონში, თეთრი სახლის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად იდგნენ შენობის წინ. გაბრიელ გიფორდსი არიზონის შტატის ქალაქ ტუსონის საავადმყოფოშია მოთავსებული მას შემდეგ, რაც მას თავში ესროლეს ახლო მანძილიდან. თავდასხმისას დაღუპულ ექვს ადამიანს შორის არიან 9 წლის გოგონა და კონგრესმენ გიფორდსის ერთ-ერთი მრჩეველი. თავდამსხმელს, 22 წლის ჯარედ ლი ლაფნერს ხუთი მუხლით წაუყენეს ბრალდება, მათ შორის არის კონგრესის წევრზე თავდასხმის მუხლი.
XS
SM
MD
LG