Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში უნდა ჩატარდეს გამოძიება ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გასცა განკარგულება, ჩატარდეს გამოძიება ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, რომელმაც 77 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ავარიის დროს თოვდა და ძლიერი ნისლი იყო. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ბოინგ 727 ტიპის თვითმფრინავი, რომელშიც 105 ადამიანი იმყოფებოდა, კვირას ჩამოვარდა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ორუმიეს მახლობლად, თეირანში აფრენის შემდეგ. მედიის ცნობით, ავარიის დროს ათობით ადამიანი დაშავდა და ზოგი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
XS
SM
MD
LG