Accessibility links

პაულო კოელიოს განცხადებით, ირანში აკრძალეს მისი წიგნების გაყიდვა


ცნობილ ბრაზილიელ მწერალ პაულო კოელიოს განცხადებით, ირანში აიკრძალა მისი წიგნების გაყიდვა და კოელიო ბრაზილიის მთავრობას სთხოვს საქმეში ჩარევას. მწერალმა, რომელიც მსოფლიო ბესტსელერების ავტორია, ბლოგზე გამოაქვეყნა ირანში თავისი რედაქტორის, არაშ ჰეჯაზისაგან მიღებული წერილი, რომელშიც მას ნაწარმოებების აკრძალვის ამბავს ატყობინებენ. კოელიოს თქმით, მისთვის უცნობია ირანის გადაწყვეტილების მიზეზი. ამასთან, მწერალი აღნიშნავს, რომ სოციალური ქსელებით სარგებლობდა ირანში დემონსტრაციების დროს თავისი რედაქტორის მხარდასაჭერად. არაშ ჰეჯაზი ჩანს ირანში 2009 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს გადაღებულ ვიდეოფილმში, როგორ ცდილობს, დაეხმაროს ნედა აღა-სოლტანს, რომელიც დემონსტრაციის დროს დაიღუპა და რომელიც ირანში შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი ძალადობის სიმბოლოდ იქცა.
XS
SM
MD
LG