Accessibility links

logo-print

22 წლის ჯერედ ლაფნერს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს


22 წლის ჯარედ ლაფნერი სასამართლოს წინაშე წარდგა. არიზონის შტატის ქალაქ ფენიქსში გაიმართა სასამართლო სხდომა, რომელზეც ლაფნერს ბრალი წაუყენეს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, სასამართლოს პირველი სხდომა 15 წუთზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა. ლაფნერს 5 ეპიზოდში ედება ბრალი: კონგრესის წევრ გაბრიელ გიფორდსის მკვლელობის მცდელობაში, ორი პირის მკვლელობის მცდელობასა და ორი პირის - ფედერალური მოსამართლისა და კონგრესმენის თანაშემწის მკვლელობაში. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ლაფნერის მიმართ ბრალდება გაიზარდოს, თუმცა, უკვე არსებული ეპიზოდების საფუძველზე მას, შეიძლება სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა შეეფარდოს. ჯერედ ლაფნერს არ ჰყავს კერძო ადვოკატი. მის დამცველად დაინიშნა ფედერალური საზოგადოებრივი დამცველი ჯუდი კლარკი, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში სასამართლოში ამერიკელი ტერორისტების ტედ კაჩინსიკისა და ტიმოთი მაკვეის უფლებებს იცავდა. ჯერედ ლაფნერი იყენებს კონსტიტუციურ უფლებას - არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ და გამოძიებას არანაირ ჩვენებას არ აძლევს. მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება ჯერედ ლაფნერი დარჩეს პატიმრობაში გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების უფლების გარეშე. წინასწარი სასამართლო მოსმენა 24 იანვარს არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG