Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრწანისის პოლიგონზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა


სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” ავრცელებს ცნობას კრწანისის პოლიგონზე აფეთქების შედეგად 13 ჯარისკაცის დაჭრისა და 3-ის დაღუპვის შესახებ. ინფორმაციას სააგენტო დაჭრილების ახლობლებზე დაყრდნობით ავრცელებს. რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაჭრილთა ნაწილს თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანენ. ”რადიო პალიტრის” ცნობით, რუსთავის საავამდყოფოში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ. ელოდებიან თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას მისვლასაც. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებია.
XS
SM
MD
LG