Accessibility links

logo-print

თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს აფეთქების თაობაზე ინფორმაციას


3 სამხედრო დაიღუპა და 13 დაიჭრა კრწანისის სასწავლო ცენტრში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ”პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ბატალიონის ასეულის ჯარისკაცების წვრთნისას 120 მმ ნაღმმტყორცნის ჭურვის აფეთქება, სავარაუდოდ, გამოიწვია ტექნიკურმა შეცდომამ”. აფეთქების ფაქტს იძიებენ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია.
XS
SM
MD
LG