Accessibility links

ძალაში შედის აშშ-რუსეთის შეთანხმება სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სფეროში


დღეს ძალაში შედის აშშ-რუსეთის შეთანხმება სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმება, რომელიც გასულ თვეში განიხილეს შეერთებული შტატების კონგრესში, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს აძლევს შესაძლებლობას, გაცვალონ ინფორმაცია სამოქალაქო ბირთვული ტექნოლოგიის შესახებ, დააარსონ ერთობლივი საწარმოები და უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ბირთვული იარაღის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. შეთანხმებას ჯერ კიდევ 2008 წელს მოაწერეს ხელი მოსკოვში, მაგრამ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მისი ამოქმედება გადადო იმავე წლის აგვისტოში, საქართველოსთან რუსეთის ომის შემდეგ მოსკოვთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე. შეთანხმება დღის წესრიგში დააბრუნა ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, რუსეთთან ურთიერთობაში „გადატვირთვად“ წოდებულ პროცესთან დაკავშირებით. სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდება მას შემდეგ, რაც მოსკოვში შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბაიერლი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი ერთმანეთს გადასცემენ დიპლომატიურ ნოტებს, შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ.
XS
SM
MD
LG