Accessibility links

ჩინეთმა გამოცადა სტელსის ტიპის უხილავი გამანადგურებელი


ჩინეთმა დღეს წარმატებით გამოცადა სტელსის ტიპის უხილავი გამანადგურებელი. ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ დაადასტურა გამოცდის ჩატარების ფაქტი დღეს, პეკინში შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსთან შეხვედრისას. გეიტსის განცხადებით, მას ჰუ ძინტაომ უთხრა, რომ გამანადგურებლის გამოცდა წინასწარ იყო დაგეგმილი და ის განზრახ არ დაუმთხვევიათ პეკინში გეიტსის ვიზიტისთვის. ჩინეთში გეიტსის ვიზიტის მიზანია პეკინთან ვაშინგტონის სამხედრო ურთიერთობის გაუმჯობესება მას შემდეგ, რაც ჩინეთმა შარშან შეწყვიტა კონტაქტი შეერთებული შტატების მიერ ტაივანისათვის იარაღის მიყიდვის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. გეიტსი და მისი ჩინელი კოლეგა, ლიან გუანლი ორშაბათს შეთანხმდნენ, რომ საჭიროა უფრო მჭიდრო სამხედრო ურთიერთობა, ორი სახელმწიფოს მიერ ერთმანეთთან შეუთანხმებელი ნაბიჯების თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG