Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთი არეულობაში ადანაშაულებს ადგილობრივი უზბეკების ლიდერებს


ყირგიზეთში ეთნიკურ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის შარშანდელი დაპირისპირების გამომძიებელმა კომისიამ დაადგინა, რომ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადგილობრივი უზბეკების ლიდერებს, ისევე როგორც ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის ნათესავებს. კომისიის თავმჯდომარე აბდიგანი ერკებაევის განცხადებით, განსაკუთრებული ბრალი მიუძღვის ყოფილ დეპუტატ კადურჟან ბატიროვს - ყირგიზეთში უზბეკების სათვისტომოს ერთ-ერთ ლიდერს. ერკებაევმა განაცხადა ასევე, რომ ჩატარებული გამიძების საფუძველზე დააპატიმრეს რუსეთის და უზბეკეთის რამდენიმე მოქალაქე და რომ საჭიროა გამოძიების გაგრძელება უცხო ძალების შესაძლო მოქმედების დასადგენად. ეთნიკურ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის სამხრეთ ყირგიზეთში 2010 წლის ივნისში მომხდარი შეტაკებების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 2000-მდე ადამიანი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG