Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში პროტესტის ორგანიზების ბრალდება წაუყენეს 31 პირს


ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი საპროტესტო აქციების ორგანიზების ბრალდება წაუყენეს 31 ადამიანს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იდენტიფიცირებულია 120 პირი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 19 დეკემბრის მასობრივ არეულობაში. არეულობა მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელში გამარჯვებულადაც ისევ პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა გამოცხადდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე ნათქვამია, რომ არეულობაში 31 ბრალდებულის მონაწილეობა დასტურდება ადგილზე გაკეთებული ვიდეოჩანაწერით. ბელორუსიაში 600-მდე ადამიანი, მათ შორის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები დააპატიმრეს არჩევნებში გამარჯვებულად ლუკაშენკოს გამოცხადების გამო უკმაყოფილოთა მრავალათასიანი დემონსტრაციის დროს. მას შემდეგ ასობით ადამიანი გაათავისუფლეს, მაგრამ კვლავინდებურად დაკავებული ჰყავთ ყველაზე ცნობილი ოპოზიციონერები, ჟურნალისტები და პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატი.
XS
SM
MD
LG