Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: აშშ არ გავა ავღანეთიდან 2014 წელს, თუ ავღანელები საამისოდ მზად არ იქნებიან


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები არ გაიყვანს ჯარებს ავღანეთიდან 2014 წელს, თუ ავღანელებს არ ექნებათ სურვილი, რომ ამერიკელმა სამხედროებმა მათი ქვეყანა დატოვონ. ბაიდენმა, რომელიც მეორე დღეა იმყოფება ავღანეთში, ამ შინაარსის განცხადება გააკეთა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. ბაიდენი ორშაბათს ჩავიდა ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტით იმის შესამოწმებლად, თუ როგორ მიმდინარეობს უსაფრთხოებაზე ზრუნვის ავღანელებისთვის ჩაბარების პროცესი, ვიდრე ივლისში დაიწყებოდეს ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების ეტაპობრივი გაყვანა. ბაიდენი შეხვდა აგრეთვე ავღანეთში მრავალეროვანი ჯარების სარდალს, ამერიკელ გენერალ დევიდ პეტრეუსს და ქაბულში შეერთებული შტატების ელჩ კარლ აიკენბერის.
XS
SM
MD
LG