Accessibility links

საქართველოში სტრასბურგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მან უარი თქვა აგვისტოს ომის შემდეგ, თბილისის წინააღმდეგ წარდგენილი 1 500-ზე მეტი სარჩელის განხილვაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო, საქართველოს საწინააღმდეგო სარჩელები სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 10 იანვარს ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომის შემდეგ წარდგენილ 1 549 ინდივიდუალურ სარჩელს აღარ განიხილავს, რადგან ვერ მიიღო საქმის გამო არაერთხელ მოთხოვნილი ინფორმაცია. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სწორი და საფუძვლიანი უწოდა დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა. მისი განმარტებით, საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელებს თბილისმა შესაბამისად უპასუხა, რასაც განმცხადებლებისა და მათი რუსი ადვოკატების მხრიდან ადეკვატური პასუხი არ მოჰყოლია.
XS
SM
MD
LG