Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალაში შევიდა აშშ-რუსეთის შეთანხმება სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სფეროში


დღეს ძალაში შევიდა აშშ-რუსეთის შეთანხმება სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმება, რომელიც გასულ თვეში განიხილეს შეერთებული შტატების კონგრესში, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს აძლევს შესაძლებლობას, გაცვალონ ინფორმაცია სამოქალაქო ბირთვული ტექნოლოგიის შესახებ, დააარსონ ერთობლივი საწარმოები და უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ბირთვული იარაღის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. შეთანხმებას ჯერ კიდევ 2008 წელს მოაწერეს ხელი მოსკოვში, მაგრამ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მისი ამოქმედება გადადო იმავე წლის აგვისტოში, საქართველოსთან რუსეთის ომის შემდეგ მოსკოვთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე. შეთანხმება დღის წესრიგში დააბრუნა ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, რუსეთთან ურთიერთობაში „გადატვირთვად“ წოდებულ პროცესთან დაკავშირებით. სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვისა და მოსკოვში შეერთებული შტატების ელჩის, ჯონ ბეირლის მიერ დიპლომატიური ნოტების გაცვლის ცერემონიით, რომელიც მოსკოვში გაიმართა.
XS
SM
MD
LG