Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპული სამხედროების ოჯახებს


საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესებულია კრწანისის სასწავლო ცენტრში დღეს მომხდარი აფეთქების რაც შეიძლება სწრაფად გამოძიებით - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპული სამხედროების ოჯახებს. მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მომხდარის შესახებ შეიტყო გზად ვაშინგტონისკენ, სადაც მონაწილეობას მიიღებს გარდაცვლილი ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში და ”პოლიტიკური სპექტრის ლიდერებს” შეხვდება.
XS
SM
MD
LG