Accessibility links

logo-print

სასწავლო ცენტრ ”კრწანისში” სამხედრო წვრთნა შეჩერებულია


3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 13 დაიჭრა კრწანისის სასწავლო ცენტრში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ”პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ბატალიონის ასეულის ჯარისკაცების წვრთნისას 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის ჭურვის აფეთქება სავარაუდოდ, გამოიწვია ტექნიკურმა შეცდომამ”. აფეთქების ფაქტს იძიებენ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია. გამოძიების დასრულებამდე კრწანისის სასწავლო ცენტრში სამხედრო წვრთნა შეჩერდა.
XS
SM
MD
LG