Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ახალციხელები ცხოვრების სიძვირეზე ჩივიან


სამცხე-ჯავახეთში შიშობენ, რომ პურ-პროდუქტებზე ბოლო პერიოდში საგრძნობლად მომატებული ფასების გამო შესაძლოა რეგიონში სოციალური ვითარება გართულდეს.

ახალციხის ცენტრალურ ბაზარში საახალწლო ფასები თითქმის არ შეცვლილა. გამყიდველები ამბობენ, რომ ფასების მომატებამ შეამცირა როგორც მყიდველთა, ასევე პროდუქტების რაოდენობა.

ახალციხეში ამბობენ, რომ რეგიონში მხოლოდ ახალქალაქშიღა დარჩა სხვადასხვა სახის მარცვლეული და ისიც ძალიან მცირე რაოდენობით.

მოიმატა საწვავის ფასმაც, თუმცა მგზავრობა ჯერ არ გაძვირებულა. მძღოლები არ გამორიცხავენ, რომ ახლო მომავალში დედაქალაქის მსგავსად მგზავრობის საფასური რეგიონშიც გაიზარდოს.

მგზავრობისა და ზოგადად პურ-პროდუქტების გაძვირების შესახებ საუბრობენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. გამგებელი, დავით ათუნაშვილი, განმარტავს, რომ ეს გლობალური პრობლემაა და ადგილობრივ დონეზე მისი გადაწყვეტა შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG