Accessibility links

თურქმენეთი უფრო აქტიურად იზრუნებს ევროპისთვის გაზის მიწოდებაზე


თურქმენეთი აპირებს, გაააქტიუროს ძალისხმევა ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მისაწოდებლად. პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის ამ დაპირებას შეიცავს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც გაკეთდა თურქმენეთში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე. საერთაშორისო კონსენსუსია საჭირო საიმისოდ, რომ თურქმენეთიდან აზერბაიჯანში, კასპიის ზღვის ფსკერზე გაიყვანონ გაზსადენი, რომლის მეშვეობითაც ბუნებრივი აირი გადაიქაჩება ევროპისაკენ მიმართული სატრანზიტო მარშრუტებისთვის. ასეთი კონსენსუსის მისაღწევად რაიმე გარღვევის ნიშნები ჯერ არ ჩანს. ბერდიმუხამედოვი აცხადებს, რომ 2011 წლისთვის პრიორიტეტია საწარმოების აგება შეკუმშული ბუნებრივი აირის დასამზადებლად, რათა ტანკერებით მოხერხდეს გაზის ტრანსპორტირება.
XS
SM
MD
LG