Accessibility links

logo-print
სვირი, ტატანისი, გურკელი და წინუბანი – ახალციხის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი, რისი მიზეზიც ძლიერი ყინვა გახდა. ადგილობრივები სასმელ წყალს მდინარეებიდან ეზიდებიან. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული პრობლემა თემის რწმუნებულებმა მუნიციპალიტეტის გამგეობას უკვე აცნობეს. სოფლების პირველი პირების განცხადებით, შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო. სვირის რწმუნებული ბიჭიკო ნოზაძე აცხადებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ძალებით ამ საკითხის გადაჭრა შეუძლებელია.

,,2-3 იანვარს ძლიერი ყინვების გამო წყალი სათავე-ნაგებობაზე გაიყინა და მას შემდეგ სოფლებში ასეთი მდგომარეობაა”, - განმარტავს აგარის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული მალხაზ ინდუაშვილი. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე სოფლებში არსებულ პრობლემას შეისწავლიან, შემდეგ კი მუნიციპალიტეტი მისი მოგვარების გზებზე იმუშავებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის წინაშე რამდენიმე დღის წინ დადგა.
XS
SM
MD
LG