Accessibility links

logo-print

"საქართველოს ლეგიონმა” მწუხარება გამოთქვა წვრთნისას მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო


კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, მწუხარება გამოთქვა "საქართველოს ლეგიონმა", რომელსაც თადარიგის გენერალი, გია ყარყარაშვილი, ხელმძღვანელობს. ლეგიონის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები სამძიმარს უცხადებენ დაღუპულთა ოჯახებს, დაჭრილებს კი, დროულად გამოჯანმრთელებას უსურვებენ. "საქართველოს ლეგიონის” წევრები მიიჩნევენ, რომ სამხედრო მოსამსახურის პროფესია მაღალი რისკის შემცველია და მსგავსი უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინაა. თანაგრძნობისა და მორალური მხარდაჭერის მიზნით, "საქართველოს ლეგიონი" რამდენიმე დღით წყვეტს საზოგადოებრივ აქტიურობას.
XS
SM
MD
LG