Accessibility links

logo-print

დაჭრილი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება


კრწანისის სასწავლო ცენტრში სამშაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად დაჭრილ სამხედროთაგან ყველაზე რთულია კაპრალ ალექსანდრე თომაშვილის მდგომარეობა. მას თბილისის პირველ კლინიკაში გამთენიისას კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთეს და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია. ამასთან, ექიმები აღნიშნავენ, რომ კაპრალის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. აფეთქების შედეგად დაჭრილი კიდევ 12 სამხედრო გორის ჰოსპიტალში მკურნალობს და ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კრწანისის სასწავლო ცენტრში სამხედრო წვრთნისას ჭურვის აფეთქების გამო, რაც გამოძიების ინფორმაციით, უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია, დაკავებულია 3 ოფიცერი. შეგახსენებთ, რომ აფეთქებამ 3 ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG