Accessibility links

logo-print

გაირკვა კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი


თვითმფრინავმა, რომელშიც პოლონეთის დელეგაცია იმყოფებოდა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მეთაურობით, კატასტროფა განიცადა იმის გამო, რომ ეკიპაჟმა უარი თქვა სათადარიგო აეროდრომზე დაესვა თვითმფრინავი. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტის ექსპერტები. პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი 10 აპრილს ჩამოვარდა სმოლენსკთან, როცა კაჩინსკი მიემგზავრებოდა კატინში სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობისთვის. დაიღუპა ტუ-154-ში მყოფი 96-ვე ადამიანი.
XS
SM
MD
LG