Accessibility links

ქუვეითის პრემიერ-მინისტრი ბაღდადში ჩავიდა


ქუვეითის პრემიერ-მინისტრი, შეიხი ნასერ მოჰამად ალ-აჰმად ალ-საბაჰი დღეს ბაღდადში ჩავიდა. ეს ერაყში ქუვეითის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია მას მერე, რაც ქუვეითში სადამ ჰუსეინის ჯარები შეიჭრნენ 1990 წლის აგვისტოში. შვიდი თვის შემდეგ ერაყის ჯარები ქუვეითიდან საერთაშორისო კოალიციამ განდევნა. ერაყი ჯერაც რეპარაციას უხდის ქუვეითს. ალ-საბაჰის ვიზიტამდე ორი დღით ადრე, ორშაბათს, შეტაკება მოხდა ერაყელ მეზღვაურებსა და ქუვეითის სანაპირო დაცვას შორის. შეტაკების შედეგად ერთი ქუვეითელი დაიღუპა და ერაყელთა თევზსაჭერი ნავი ჩაიძირა.
XS
SM
MD
LG