Accessibility links

logo-print

ავღანეთში მომხდარი აფეთქებების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა


ავღანეთში, გზის პირას დამონტაჟებული ბომბების აფეთქების შედეგად, დაიღუპა ნატოს ოთხი სამხედრო მოსამსახურე. კოალიციის სარდლობის ცნობით, სამი ჯარისკაცი ქვეყნის აღმოსავლეთში დაიღუპა, ხოლო ერთი - სამხრეთში. დაღუპულთა მოქალაქეობაზე და თავდასხმების ზუსტ ადგილებზე ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან. დღესვე, უფრო ადრე, აფეთქება მოხდა ქაბულშიც. დაიღუპა ოთხი და დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი. ამ აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG