Accessibility links

logo-print

ჯოზეფ ბაიდენი დღეს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია პაკისტანს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი დღეს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია პაკისტანს. ბაიდენისა და პაკისტანის ხელმძღვანელთა მოლაპარაკების მთავარი საგანია ისლამურ ექსტრემიზმთან ბრძოლის გზები. როგორც ვარაუდობენ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი შეეცდება დაარწმუნოს პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი, მეტი ძალისხმევა მიმართოს თალიბანისა და „ალ-ყაიდის“ წინააღმდეგ ბრძოლისკენ. ამ ექსტრემისტული ორგანიზაციების მებრძოლები თავს აფარებენ ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის რამდენიმე რაიონს და იქიდან თავს ესხმიან მეზობელ ავღანეთში მოქმედ ნატოს სამხედრო მოსამსახურეებს, მათ შორის ამერიკელებს. ისლამაბადში ჩასვლამდე ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი 2014 წლის შემდეგაც განაგრძობს ავღანეთის მთავრობისა და შეიარაღებული ძალების დახმარებას - ანუ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში უსაფრთხოების კონტროლი მთლიანად ავღანელების ხელში უნდა გადავიდეს.
XS
SM
MD
LG