Accessibility links

logo-print

ავსტრალიის ქუინსლენდის შტატში 12-მდე გაიზარდა წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ავსტრალიის ქუინსლენდის შტატში 12-მდე გაიზარდა წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. რამდენიმე ათეული პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. გაუარესდა მდგომარეობა ავსტრალიის სიდიდით მესამე ქალაქ ბრისბენში, საიდანაც ხელისუფლებამ რამდენიმე ათასი მცხოვრების ევაკუაცია მოახდინა. ქუინსლენდის შტატის პრემიერის, ენ ბლაის თქმით, ბრისბენში წყლით დაფარვა ემუქრება 20 ათასამდე შენობას. სულ წყალდიდობამ 200 ათასამდე ადამიანი დააზარალა. ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი მილიარდობით დოლარით განიზომება.
XS
SM
MD
LG