Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 29-ე ადგილზეა


2011 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი
2011 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი
„ჰერიტიჯ ფაუნდეიშნმა“ და „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ გამოაქვეყნეს მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი. მასში შესული 183 ქვეყანა თავისუფლების ათი სხვადასხვა კატეგორიის მიხედვითაა განხილული. ესენია: ვაჭრობის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება, ინვესტიციის თავისუფლება, კორუფციის დონე, საკუთრების უფლებები და სხვა.

ზედიზედ მე-17 წელია, ჰონკონგსა და სინგაპურს პირველი და მეორე ადგილები უკავიათ ინდექსში. მათ მოსდევენ ავსტრალია, ახალი ზელანდია და შვეიცარია. პირველ ათეულში არიან ასევე კანადა, ირლანდია, დანია, აშშ და ბაჰრეინი. პოსტკომუნისტურ ქვეყნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ესტონეთს, ის მე-14 ადგილზეა. მას მოსდევენ ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი და ფინეთი.

ინდექსის მიხედვით, საქართველო 29-ე ადგილზეა და ერთი ადგილით ჩამორჩება ჩეხეთის რესპუბლიკას. ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებს შორის საქართველოს მე-4 მაჩვენებელი აქვს. ესტონეთისა და ჩეხეთის გარდა, მას უსწრებს ლიტვა (24-ე ადგილი). რუსეთს ინდექსში 143-ე ადგილი აქვს მიჩენილი.
XS
SM
MD
LG