Accessibility links

logo-print

ლიბანში დაიშალა მმართველი კოალიცია


11 მინისტრი, რომლებიც წარმოადგენენ რადიკალურ შიიტურ დაჯგუფება ჰიზბოლასა და მის პოლიტიკურ მოკავშირეებს, ტოვებენ ლიბანის მთავრობას. ამგვარად, ლიბანში დაიშალა მმართველი კოალიცია, რომელმაც მანამდე ეროვნული ერთობის კაბინეტი შექმნა. თერთმეტი მინისტრის გადადგომის შემდეგ გარდაუვალია საად ჰარირის კაბინეტის დაშლა. ჰიზბოლას წარმომადგენლებმა უკვე მოუწოდეს პრეზიდენტ მიშელ სულეიმანს, ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნოს. ლიბანის პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია მოქმედი პრემიერის მამის, მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, რაფიკ ჰარირის მკვლელობის გარემოებათა გამოძიებამ. გავრცელდა ცნობა მკვლელობასთან ჰიზბოლას კავშირის შესახებ. დაჯგუფების წარმომადგენლებმა უკუაგდეს ეს ბრალდება და პრემიერს მოუწოდეს, ოფიციალურად უარყოს გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით გაეროს კომისიის დასკვნები.
XS
SM
MD
LG