Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში თვითმკვლელის იერიშს 17 ადამიანი ემსხვერპლა


პაკისტანის პოლიციის თანახმად, თვითმკვლელმა დანაღმული ავტომანქანა დააჯახა მეჩეთს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში. აფეთქების შედეგად დაიღუპა 17 ჯარისკაცი და პოლიციელი. მეჩეთი, რომელიც სერიოზულად დაზიანდა, მდებარეობს ქალაქ ბანუს გარეუბანში, პოლიციის განყოფილების გვერდით. ბანუ განლაგებულია ჩრდილოეთ ვაზირისტანის საზღვართან, რომელიც ალ-ყაიდისა და თალიბანის დასაყრდენი რეგიონია. ხელისუფლების ცნობით, ნანგრევებში ხალხია მოყოლილი.
XS
SM
MD
LG