Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისის დედაქალაქში კომენდანტის საათი შემოიღეს


ტუნისის დედაქალაქ ტუნისში კომენდანტის საათი შემოიღეს მიმდინარე მასობრივი გამოსვლების გამო. ოთხშაბათს პოლიციამ ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაშალა დემონსტრაცია დედაქალაქის ცენტრში. სხვა ქალაქებში შეტაკებებისას ოთხშაბათს სულ ცოტა სამი ადამიანი დაიღუპა. ტუნისში უკანასკნელი დღეების არეულობებში მსხვერპლის რიცხვმა, ოფიციალური მონაცემებით, 26-ს მიაღწია. მასობრივი გამოსვლები დაიწყო უმუშევრობის და პროდუქტებზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო.
XS
SM
MD
LG